სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, რომელშიც შესაძლებელია 50-100-მდე ადამიანის განთავსება. აღნიშნული სივრცე გამოიყენება, როგორც კონფერენციების, ასევე სხვადასხვა სახის სემინარებისა და დღესასწაულების ჩასატარებლად.
საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილია ყველა ტექნიკური მოწყობილობით, რაც საჭიროა ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად: მაღალი ხარისხის აუდიო-ვიდეო მოწყობილობა, პროექტორი, ეკრანი, საპრეზენტაციო დაფა, სამუშაო მაგიდა, კალამი, ჩასანიშნი ფურცლები, კორპორატიული ბლოკნოტი, უკაბელო ინტერნეტი და სხვა.
|