მთავარი ოთახები სერვისი შეხვედრები და ღონისძიებები გალერეა მდებარეობა
Georgian English
 
+ 31 / + 12
ჩასვლა ღამე
ზრდასრული ბავშვი 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

სასტუმრო ანაკლია გთავაზობთ სამი ტიპის სასტუმრო ოთახს, ერთადგილიანს, ორადგილიანს და აპარტამენტებს, 24 საათიანი მომსახურების სერვისით.

თანამედროვე ავეჯი, თბილი ფერები და კომფორტული საწოლები უზრუნველყოფს დასასვენებელ ატმოსფეროს და სასიამოვნო გარემოს. სასტუმრო ანაკლია იდეალურია როგორც ბიზნესმენებისთვის, ასევე ოჯახური დასვენებისთვის. იგი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, უწყვეტი ინტერნეტ კავშირით. ყველა ოთახს აქვს მშვენიერი ღია აივანი ლამაზი ხედით შავ ზღვაზე. თქვენი დასვენებისა და კარგი განწყობის შესაქმნელად მაღალკვალიფიციური და ყურადღებიანი პერსონალი ზრუნავს.

სასტუმროს აქვს ლიფტი, პანდუსები და სპეციალურად მომზადებული ოთახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის. ყველა ოთახი აღჭურვილია კლიმატკონტროლით, კვამლის დეტექტორით, სეიფით, მინი-ბარით; ყოველდღიურად განახლებადი სააბაზანო ატრიბუტებით (ხალათი, პირსახოცი, ოთახის ფეხსაცმელი), თმის საშრობი და სხვა ჰიგიენური საშუალებებით.

სასტუმრო ანაკლია იდეალური ადგილია საქმიანი ადამიანებისათვის, შეხვედრებისა და კორპორატიული ღონისძიებების მოსაწყობად, ასევე, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის.

კეთილმოწყობილ და კომფორტულ ნომრებში არის პლაზმური ტელევიზორი სატელიტური არხებით, სამუშაო მაგიდა, უკაბელო ინტერნეტი, ტელეფონი და კონდიციონერი. სასტუმროს აქვს ნომრების 24 საათიანი მომსახურება, სამრეცხაო, დაცვა, ავტოსადგომი.

სასტუმროს ყველა ოთახს აქვს:

პლაზმური ტელევიზორი
უფასო, მაღალი ხარისხის უწყვეტი ინტერნეტ კავშირი
ტელეფონი
მინი ბარი
კონდიციონერი
თმის საშრობი
სეიფი
უთო/გასაუთოებელი მაგიდა (მოთხოვნისამებრ)

 

ჩვენს შესახებ ხშირად დასმული კითხვები საიტის რუქა სიახლეები დაგვიკავშირდით
Bookmark and Share
საქართველო, ანაკლია; info@hotelanaklia.ge
Tel.:(+995 32) 2 609 990; Fax: (+995 32) 2 141 291
Created By: Pro-Service