მთავარი ოთახები სერვისი შეხვედრები და ღონისძიებები გალერეა მდებარეობა
Georgian English
 
+ 18 / + 14

 

რელიგიური ტური სამეგრელოში

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდებამომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირ-ველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთსაქართველოს-თან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთია), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფი-ული ჯგუფით მეგრელებით დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი. გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში სამეგრელოდან ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება სამეგრელო. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა. დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობით, მისი საქართველოში მოღვაწეობისას (1627-1654 წწ), სამეგრელო ტერიტორია ვრცელდებოდა რიონიდან კოდორამდე.

პირველი დღე:  თბილისი - ანაკლია

გამგზავრება თბილისიდან 18:00 საათზე

ვახშამი და ღამისთევა სასტუმრო ანაკლიაში

მეორე დღე: ზუგდიდი

საუზმე სასტუმროში 9:00 საათზე

გამგზავრება სასტუმროდან 10:00 საათზე

დადიანების სასახლე

ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულიადადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში. მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული მასალა.წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები.სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადინივთები.ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმისგარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური დამრავალწლიანი ხეები და ბუჩქები. დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე- კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეულისასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).

13:00 საათზე გამგზავრება ცაიშში

ცაიშის ტაძარი

ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X-XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა) ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა. VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. 602-610 წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში მოიხსენიება ცაიშის ეპარქია ლაზიკაში. ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნეთამიჯნისაა. ეს გახლავთ საწინამძღვრო ჯვრის წარწერა, სადაც ბაგრატ აფხაზთა მეფე და კურაპალატის გვერდით მოიხსენიება ცაიშელი ეპისკოპოსი ეფრემი.

15:00 საათზე სადილი სასტუმრო ანაკლიაში

19:00 საათზე ბანკეტი - მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება>

ზუგდიდი - მარტვილი - თბილისი

საუზმე სასტუმროში 9:00 საათზე

10:00 საათზე გამგზავრება სასტუმროდან

მარტვილის მონასტერი

მარტვილის მონასტერი ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე,საიდანაც თითქმის მთელი იმერეთ-სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ამჯამად ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16 დამე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი.

ნოქალაქევი

ნოქალაქევი (პირდაპირი მნიშვნელობით ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსეაბობდა), ასევე ბერძნული სახელწოდებით არქეოპოლისი (სიტყვასიტყვით ძვ. ქალაქი; აქედან მოდის მისიქართული სახელი ნოქალაქევი-ნაქალაქევი), ქართული წყაროების ციხე გოჯი. ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სავარაუდოდ ნოქალაქევის tერიტორიაზემდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. ისტორიული წყაროების თანახმად, ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნისდასაწყისი).

14:00 საათზე სადილი ადგილობრივ რესტორანში

16:00 საათზე გამგზავრება თბილისში

ისარგებლეთ ჩვენი სეზონური, სპეციალური ტარიფითა და მომსახურების სრული პაკეტით და დაგეგმეთ თქვენი ღონისძიებები და დასვენება ჩვენთან!

ტურის ღირებულება: 1კაცი 175 ლარი

(ჯგუფი უნდა შერდგებოდოს მინიმუმ 20 კაცისგან)

მომსახურეობაში შედის:

ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, სასტუმროში განთავსება, კვება.

მომსახურეობაში არ შედის:ალკოჰოლური სასმელები, ტურისტული დაზღვევა.

ჩვენს შესახებ ხშირად დასმული კითხვები საიტის რუქა სიახლეები დაგვიკავშირდით
Bookmark and Share
საქართველო, ანაკლია; info@hotelanaklia.ge
Tel.:(+995 32) 2 609 990; Fax: (+995 32) 2 141 291
Created By: Pro-Service